გიორგი ზანგური

    თვით გიორგი ზანგური: “- რა გითხრათ, თანამედრვოე საქართველოდან ვარ. 1982 წლის 14 ოქტომბერს თბილისში დავიბადე, დავამთავრე 144-ე საშუალო სკოლა და შემდეგ თეატრალური ინსტიტუტი 2004 წელს. მას შემდეგ ვთმაშობ სხვადასხვა სპექტაკლებში, თუმანიშვილისა და მესხიშვილის თეატრების სცენებზე, ვთამაშობდი აგრეთვე „სამეფო უბნის თეატრშიც“, ვმონაწილეობდი სამ ტელესერიალსა და ორ ფილმში. გამოცემული მაქვს ასევე ლექსების ორი კრებული.”
_”ლექსით მე ჩემს სათქმელს ვამბობ, ვაფიქსირებ ჩემს აზრს ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. კარგია, როცა ვიღაც ჩემს ლექსში საკუთარ თავს აღმოაჩენს. ადამიანები, საერთოდ, სადღაც ერთმანეთს ვგავართ და მინდა, რომ ყველამ შეიგნოს ეს. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს და თუ ამას გავითავისებთ, იდეალურად ვიცხოვრებთ.”
- სიყვარული და საყვარელ ადამიანთან ყოფნა განაცდევინებს ადამიანს ჭეშმარიტ ბედნიერებას.

****
შენსავით კაბას ვერავინ იხდენს:
მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს.
შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს
თამამად, უფრო ბავშვური გზნებით,
შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს -
ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით.
შენსავით მხოლოდ გრიგალი დაქრის,
ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ,
მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით,
სუნამო ყელი და თხელი თეძო.
შენსავით კოცნას ახერხებს ტალღა,
ნაპირს რომ ლოშნის ველურად ქარში,
ვიგრძენი სუნთქვით მე შენი დაღლა
და თითქოს სულმა ითოვა ტანში.
შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ,
სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს,
ჩემი ადგილი ჩემსავე გულში
არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.
შენსავით კაბას ვ
ერავინ იხდენს,
მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს..
წყარო 

No comments:

Post a Comment